A Rating-ის შესახებ

A Rating-ი საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან არსებობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ფინანსური ვალდებულებებისა და აქტივების მართვის სფეროში.  2016 წლიდან კი A Rating-ი  ავითარებს საკონსულტაციო მიმართულებებს და სთავაზობს სრულ იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას.

A Rating-ის ფინანსური ვალდებულებებისა და აქტივების მართვის კომპანიებს, კერძოდ A Rating Collection-ისა და A Rating B2B-ის პორტფელი 55 მილიონ ლარს აღემატება და მოიცავს 20 000-ზე მეტი  მომხმარებლის ანგარიშს. კომპანიის კლიენტთა ბაზა მოიცავს საქართველოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს (ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) და ასევე, სხვადასხვა სექტორის ადგილობრივ და გლობალურ ბიზნეს კომპანიებს. A Rating-ისთვის ფასეულია, რომ ყავს ერთგული კლიენტები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული ბიზნეს ეთიკის დაცვით ზრუნავს მათ რეპუტაციაზე. კომპანიის ბიზნეს საქმიანობა ეფუძნება სრულყოფილ ანალიტიკას და სწორ პროგნოზირებას, ხოლო ვალდებულებების მართვა პერსონალური, კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მენეჯმენტით ხორციელდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ ბაზრის მოთხოვნები, საერთაშორისო ბაზრის განვითარების ტენდენციები და ჩვენს მომხმარებლებს კომპლექსური მომსახურების სრული სპექტრი შევთავაზოთ.