პარტნიორი
ჩვენი ხედვა და ღირებულებები
ბიზნეს ხედვა:
ჩვენი სერვისი არ არის მხოლოდ სესხების და დებიტორული ვალდებულებების მართვა. ჩვენი მომსახურება, პირველ რიგში, არის ურთიერთობათა მართვა.
მოქნილობა
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარეკებებს და ვართ ეფექტური კომუნიკატორები კრედიტორსა და დებიტორს შორის. ჩვენი მოქნილი მიდგომით ვეხმარებით კლიენტებს ვიპოვოთ სამართლიანი, დაბალანსებული და ინდივიდუალურად შემუშავებული გადაწყვეტილება, რომელიც მუშაობს.
ინოვაცია
ჩვენ ვმუშაობთ, რომ მუდმივი ინოვაციების გზით წინ ვუსწრებდეთ მომხმარებლის საჭიროებებს და ბაზრის მოთხოვნას. საერთაშორისო ქოლექშენ ასოციაციის წევრობით მუდმივად ვხვეწავთ და ვავითარებთ საფინანსო და ბიზნეს სესხების და დებიტორული ვალდებულებების ქოლექშენის მეთოდოლოგიებს.
პროფესიონალიზმი
ჩვენ ვიღწვით, რომ მოვახდინოთ ჩვენი გამოცდილების და ჩვენი ექსპერტების ცოდნის მაქსიმიზაცია სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სესხების და დებიტორული ვალდებულებების ეფექტურად სამართავად.
სანდო და გამჭირვალე პარტნიორობა
ჩვენ ვიღწვით, რომ ვიყოთ ღია, გამჭირვალე და სანდო პარტნიორი ჩვენი კლიენტებისთვის. ჩვენ არამარტო ეფექტურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ კლიენტებს, არამედ ვაკეთებთ ამას კლიენტი კომპანიის რეპუტაციის დაცვით.